пятница, 4 ноября 2011 г.

პროექტი – მოზარდები და ალკოჰოლი










პროექტი
მოზარდები და ალკოჰოლი



1.                პრობლემის დასახვა:
 სოფელ შუაფარცხმაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, რაც ძირითადი მიზეზია მათ მიერ ალკოჰოლის გახშირებული მოხმარებისა.  ეს ფაქტი ცუდ გავლენას ახდენს მოზარდებზე, რომლებიც ცხოვრობენ მსგავს ოჯახებში.
2.          პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ინფორმაცია გავრცელდეს ბავშვებსა და მშობლებში ამ პრობლემის მოსალოდნელ შედეგებს , საშიშროებებსა  და პრობლემის გადაჭრის გზებზე; დაეხმაროს მშობლებსა და ბავშვებს რომლებსაც აქვთ მგავსი პრობლემა.
3.          პროექტის ამოცანები:
·                    პერიოდული შეხვედრა მშობლებთან
·                    საინფორმაციო  ბუკლეტების გავრცელება მშობლებსა და მოსწავლეებში
·                    ექიმისა და ფსიქოლოგის მოწვევა, რომლებიც მოზარდებსა და მშობლებს
           აუხსნიან რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ადამიანის ფსიქიკასა და
          ფიზიოლოგიაზე

4.          პროექტის განხორციელების გზები:
  პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა ინფორმაციის გავრცელები მშობლებს შორის რასაც შუაფარცხმის საჯარო სკოლის VII-VIII-IX კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჯგუფი უხელმძღვანელებს. პროექტის ხანგრძლივობა ხუთი დღით შემოიფარგლება.
პირველ  დღეს მოსწავლეები ინფორმაციას მოიძიებენ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და შესაძლო სარისკო ქცევების შესახებ. ისინი მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას თუ რა დაავადებებს იწვევს ალკოჰოლის ხშირი მოხმარება.
 მეორე  დღეს  მოსწავლეები შეადგენენ და დაბეჭდავენ საინფორმაციო ბუკლეტებს სადაც საუბარი იქნება იმ ბავშვების პრობლემებზე, რომლებიც ალკოჰოლის აქტიურად მომხმარებელ ოჯახში იზრდებიან. ასევე ბუკლეტში მოცემული იქნება ინფორმაცია ალკოჰოლის  მოხმარებით  გამოწვეულ მავნე შედეგებზე.
 მესამე  დღეს მოსწავლეთა ჯგუფი მშობლებს, მასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის გაავრცელებს  ბუკლეტებს.  
მეოთხე  დღეს შედგება შეხვედრა ექიმს, ფსიქოლოგსა და მშობლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნება ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმ მოზარდების პრობლემები რომლებიც ისეთ ოჯახებში იზრდება სადაც ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ხდება.  ამავე შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება პრეზენტაცია ალკოჰოლთან დაკავშირებით.
 დისკუსია  თემაზე „ალკოჰოლი და დანაშაული“.
 მეხუთე  დღეს მშობლებთან და ბავშვებთან ერთად მოეწყობა აქცია ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. მოხდება გავლილი ხუთი დღის შეჯამება, მიღებული შედეგების შეფასება.
 
5.          სამუშაო გეგმა:


დაგეგმილი
ბ         ი

ღონისძიებები

I დღე
II დღე
III დღე
IVდღე
V  დღე
1
ინფორმაციის მოძიება






2
საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა






3
ბუკლეტების გავრცელება






4
შეხვედრა ექიმთან და ფსიქოლოგთან






5
პრეზენტაცია






6
მშობლებთან შეხვედრა. აქციის მოწყობა.





7
მონიტორინგი და შეფასება.









6.          მოსალოდნელი შეეგები:
შედარებით შემცირდება მსგავსი პრობლემის რაოდენობა. მოზადების ინფორმირება
კი თავიდან აგვაცილებს მომავალში მსგავსი შემთხვევის არსებობას.